განათლება
"ნამცხვრის და პიცის სახლი" ახალციხელ სტუდენტებს ფასდაკლებას უწესებს
"ნამცხვრის და პიცის სახლი" სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფასდაკლებას აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

"უნივერსიტეტის ინიციატივით , ყოველდღე, 17:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე შპს „ეს ელ კომპანია“ აწესებს სტუდენტურ საათს და გთავაზობთ 10% ფასდაკლებას ყველა სახის მომსახურებაზე.

აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წარადგინოთ სტუდენტური ბარათი და პირადობა."
- ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც მოუწოდებს ჩაერთონ აქციაში „თანადგომა სტუდენტებს“!
| Print |