ამინდი
როგორ შეიცვლება ამინდი სამცხე-ჯავახეთში?
მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 29 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 12 ღამით კი 0 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 14 ღამით კი 3 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 13 გრადუსი იქნება, ღამით კი 0. ადიგენში დღისით 10, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 8 და ღამით მინუს 2 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 5 და ღამით მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 გრადუსს, ხოლო ღამით 2-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 7, ღამით კი მინუს 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 10, ღამით კი 8 გრადუსი იქნება.
| Print |