განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები პროექტში „სათემო რეინჯერი“ გადამზადდნენ

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები პროექტში „სათემო რეინჯერი“ გადამზადდნენ.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების ჩართულობით დაცული ტერიტორიები საქმიანობაში კერძოდ ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში და ადგილობრივ მოსახლეობაში ეროვნული პარკის პოპულარიზაციაში.

პროექტის ფარგლებში შეირჩა 10 მოხალისე ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიდან. ჩაუტარდათ სწავლებები სხვადასხვა მიმართულებით: დაცული ტერიტორიები, დაცული ტერიტორიების კატეგორიები ერუშეთის ეროვნული პარკი ბიომრავალფეროვნების. მონიტორინგი, ფოტოხაფანგების და GPS - ის ნავიგატორების გამოყენება.

სათემო რეინჯერები პროექტის გუნდთან და ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ საველე ექსპედიციებში და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში. სათემო რეინჯერების ფოტოხაფანგებმა ერუშეთის ეროვნული პარკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახეობა დააფიქსირა, რის შემდეგაც მოხდა მონაცემების დამუშავება და რუკაზე დატანა.
სათემო რეინჯერები ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის გაძლიერებაში და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.

პროექტი განხორციელდა სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნაკრესის“ მიერ აშშ-ს საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
| Print |