განათლება
როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში?
მიმდინარე წლის ზამთრის სასკოლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და არდადეგები ყოველ წელს ერთსა და იმავე დროს იწყება.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, უწყების ცნობით, ისინი ზამთრის არდადეგებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ.

იმ შემთხვევაში, თუ ბრძანებაში ცვლილება შევა, მას უწყება გაასაჯაროებს.
| Print |