განათლება
დირექტორობის მსურველი 1 366 აპლიკანტი გამოცდაზე არ გამოცხადდა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, სკოლის დირექტორობის 3 205 მსურველიდან ტესტირებაზე 1 839 აპლიკანტი გამოცხადდა.

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესის პირველი ეტაპი – ტესტირება 22 იანვარს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 49 საგამოცდო ცენტრი. ტესტირებისთვის რეგისტრაცია 3 205-მა დირექტორობის მსურველმა გაიარა, ადგილზე კი 1 839 აპლიკანტი გამოცხადდა. ტესტირების ხანგრძლივობა 5 საათს შეადგენდა.

სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.

ქვეყანაში 2 086 საჯარო სკოლიდან დღესდღეობით 9 სკოლას ჰყავს დირექტორი, 2 077 საჯარო სკოლას კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს.

სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოიწურა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათ, ვისაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნეს.
| Print |