განათლება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კუკური მეტრეველის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში კუკური მეტრეველის წიგნის – „ჯავახეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“ წარდგენა გაიმართა.
წიგნის პრეზენტაციას ავტორის მეგობრები, კოლეგები და ახლობლები ესწრებოდნენ. 

,,ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამოცემას, განსაკუთრებით შენ, ჩემო კუკური ძია, რადგან ვიცი თუ რამხელა შრომა, ძალისხმევაა ჩადებული ამ წიგნში და როგორი სიყვარულითაა დაწერილი თითოეული სტრიქონი და გადაღებული თითოეული კადრი-სურათი!

თითოეულ სურათს, ჯავახური ბუხრის სითბო აქვს , ბარაქიანი მიწის და ნაირფრად აყვავებული ველ-მინდვრების სურნელი ასდის!.. ბედნიერებაა, რომ შენისთანა მამულიშვილი ჰყავს ჩვენს ჯავახეთს, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს!..
დიდი მადლობა, კუკური ძია ყველაფრისთვის!  შენ ხარ "ჯავახეთის მაჯისცემა"
- წერს გიორგი მაღრაძე.
| Print |