განათლება
უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს სკოლებში 2 ათასამდე მოსწავლე დარეგისტრირდა
IDFI-მ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, თუ როგორი იყო რიცხვებში რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე. მათ შორის მოცემულია სტატისტიკა, თუ რამდენი რუსეთის მოქალაქე დარეგისტრირდა საქართველოს სკოლებში.

კერძოდ, IDFI-ს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 1 841 რუსეთის მოქალაქე.

ამასთან, მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემი 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

ანგარიშში ასევე საუბარია, საქართველოში ბინადრობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1 598 მოქალაქეზე. ხოლო უარი 434 მოქალაქეს ეთქვა.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმასაც, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვებისა და რუსეთ-საქართველოს მოქალაქეების ქორწინების სრული წლის სტატისტიკა არ მიაწოდა.
| Print |