განათლება
ახალციხელი ლუკა გაჩეჩილაძე FLEX-ის გამარჯვებულია
ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა გაჩეჩილაძე, მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფინალისტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მასწავლებლები ავრცელებენ.

"FLEX მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა- ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც ქართველ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და ამავდროულად იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით. შერჩეულ მოსწავლეებს აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და მხარს უჭერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

სსიპ ქ. ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გამარჯვებას ულოცავს ლუკა გაჩეჩილაძეს და კვლავ უამრავ წარმატებას უსურვებს მომავალშიც"
- წერენ სოციალურ ქსელში.
| Print |