განათლება
ახალქალაქში ამერიკის თარო გაიხსნა

დღეს, 23 მარტს, ახალქალაქის #3 საჯარო სკოლაში ამერიკის თარო გაიხსნა. სივრცე აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერა.

კელი დეგნანის განცხადებით, ახალქალაქის ამერიკული თარო საქართველოს მასშტაბით მე-17 სივრცეა. აქ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ განავითარონ ინგლისური ენა, ჩაერთონ ღონისძიებებში და გაიუმჯობესონ სხვადასხვა უნარები.

აღნიშნული სივრცით სარგებლობას ახალქალაქის ყველა სკოლის მოსწავლეები შეძლებენ.

| Print |