განათლება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს დასრულდება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მასწავლებლის საგნის, ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ 3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ 2023 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველი ვეღარ დარეგისტრირდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
| Print |