განათლება
წარჩინებული მე–11 და მე-12 კლასელები ფულად წახალისებას მიიღებენ
ყოველი სემესტრის ბოლოს მე–11 და მე-12 კლასების წარჩინებული მოსწავლეები 250 ლარს მიიღებენ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია წარჩინებული მოსწავლეების წახალისება.

დოკუმენტის თანახმად, 250 ლარს მიიღებენ მე-11 და მე-12 კლასების წარჩინებული მოსწავლეები. საკითხი ადგილობრივი ბიუჯეტით რეგულირდება.

პროგრამის მიზანია „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, წარმატებული სწავლისათვის, უმაღლეს შეფასებასთან ერთად, ფულადი ჯილდოც დაიმსახურონ“

წყარო: etaloni.ge
| Print |