განათლება
როდის დასრულდება სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში?
სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების ვადები ზოგადი განათლების შესახებ კანონშია განსაზღვრული - სწავლა საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს იწყება და 15 ივნისს სრულდება, თუმცა პირველი და მეთორმეტე კლასების მოსწავლეებისთვის განსხვავებულია:

მეთორმეტე კლასელები სკოლას 20 მაისს ემშვიდობებიან, ხოლო პირველკლასელები - 27 მაისს.

„საჯარო სკოლებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს“.

2022-2023 სასწავლო წელი ვადაზე ადრე სრულდება, სკოლები და ბაღები 2 დღით დაისვენებენ.

რადგან 20 მაისი შაბათია, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი 19 მაისს დაირეკება, ხოლო პირველი კლასის მოსწავლეები 25 მაისს მივლენ სკოლაში, ვინაიდან 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ოფიციალური უქმეა.

კერძო სკოლები სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად წყვეტენ.

წყარო:etaloni.ge
| Print |