განათლება
ახალციხის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა
საჯარო სკოლებში დღეს ბოლო ზარი დაირეკა. ახალციხის პირველი საჯარო სკოლა 89 მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 13 ოქროს, ხოლო 3 ვერცხლის მედალოსნობის კანდიდატია. 2023 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში სკოლას 562 კურსდამთავრებული გამოემშვიდობა.

შეგახსენებთ, ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 38 საჯარო სკოლაა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება.
| Print |