განათლება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აფხაზეთობისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთობისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

კვირეულის პროგრამა გაიხსნა სამშვიდობო პარაკლისით, რომელიც შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ქურდაძემ. შემდეგ კი უნივერსიტეტის მეორე კორპუსის 208 -ე აუდიტორიაში გაიმართა კვირეულის ოფიციალური გახსნა.

აფხაზეთობისადმი მიძღვნილი კვირეული მუშაობას 3 ივნისს დაასრულებს.კვირეულის ორგანიზატორია სჯსუს აფხაზური ცენტრი,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის”.

გთავაზობთ აფხაზეთობისადმი მიძღვნილი კვირეულის პროგრამას:


24 მაისი

14 სთ. - აფხაზური ცენტრის კინოკლუბის გახსნა;
მხატვრული ფილმის „მთვარის მოტაცება“ ჩვენება/განხილვა; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, აუდიტორია 208.

25 მაისი


13 სთ. - აფხაზური ცენტრის ბიბლიოთეკიდან ერთი წიგნის წარდგენა;
აფხაზური პოეზიის ქართული თარგმანები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აფხაზური ცენტრი, აუდიტორია 122;

26 მაისი

აფხაზური ცენტრი უერთდება ახალციხის ციხეზე გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის სტუდენტები მონაწილეობენ ბასიანის ბრძოლის მოდელირებაში .

30 მაისი

13 სთ. - აფხაზური ცენტრის წევრის, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტის, ცოტნე თოდუას ნახატების გამოფენა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აფხაზური ცენტრი, აუდიტორია 122.

14 სთ. - ასპინძის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულ ანსამბლ „წუნდის“ კონცერტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.

31 მაისი

სტუდენტური ფლეშმობის ორგანიზება, გადაღება
13 სთ. პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება „აფხაზეთობა - 2023-ს“

3 ივნისი

აფხაზეთობის კვირეულის დასკვნითი დღე
16 სთ. „ერთმანეთთან ურთიერთობისთვის განწირულნი“ - მომხსენებელი ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ბელა ზაზაძე; ხელმძღვანელი: პროფესორი უჩა ბლუაშვილი, უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი.
დისკუსია.

18 სთ. აფხაზეთობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება: ანსამბლ „მესხეთის უნივერსიტეტის“ კონცერტი კვირეულის შეჯამებით. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ქალაქი ახალციხე, თამარ მეფის ქუჩა 6.
| Print |