განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში აფხაზეთობის კვირეული დასრულდა

3 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებმა დისკუსია სახელწოდებით „ერთმანეთთან ურთიერთობისთვის განწირულნი“ - გამართეს. კვირეული ანსამბლ „მესხეთის უნივერსიტეტის“ კონცერტით დასრულდა.

აფხაზეთობისადმი მიძღვნილი კვირეულის ორგანიზატორი სჯსუს აფხაზური ცენტრი ,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის” იყო. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთობისადმი მიძღვნილი კვირეული 24 მაისს დაიწყო და 3 ივნისს დასრულდა.
| Print |