განათლება
ახალციხეში ახალგაზრდა მწერალთან, ნანი მანველიშვილთან შეხვედრა გაიმართა

ახალციხეში ახალგაზრდა მწერალთან, ნანი მანველიშვილთან შეხვედრა გაიმართა.

ახალგაზრდებმა მისი რომანი "არ დამივიწყო" წაიკითხეს და განხილვა ავტორთან ერთად მოაწყვეს.

შეხვედრაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ავტორისთვის დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

ღონისძიება ახალციხის ნომერ პირველი საჯაროს სკოლის სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით ჩატარდა, მისი მიზანი ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლებაა.
| Print |