განათლება
როდის დაიწყება ზაფხულის არდადეგები სკოლებში?
მიმდინარე წლის ზაფხულის სასკოლო არდადეგები 15 ივნისს დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სასწავლო პროცესი უკვე დასრულდა პირველი და მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის. მე-12 კლასის მოსწავლეებმა სწავლა 20 მაისს, პირველკლასელებმა კი - 5 ივნისს დაასრულეს.

როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და არდადეგები ყოველ წელს ერთსა და იმავე დროს იწყება.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, უწყების ცნობით, ისინი ზამთრის არდადეგებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ.

იმ შემთხვევაში, თუ ბრძანებაში ცვლილება შევა, მას უწყება გაასაჯაროებს.
| Print |