განათლება
ახალციხის პირველი საჯარო სკოლა USAID - ის პროგრამის გამარჯვებულია
ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ USAID - ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ნინიო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც გამარჯვებული, პირველი სკოლა შერჩეულია ლიდერი სკოლების ფორუმში მონაწილეობისათვის, რათა სხვა სკოლებს გაუზიაროს გამოცდილება მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის და სკოლის დემოკრატიულ მართვაში მისი და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრების მონაწილეობის შესახებ.

პირველი ფორუმი 2023 წლის ივლისში იგეგმება, გამოცდილების გაზიარება მომდევნო აკადემიური წლის მანძილზე გაგრძელდება. ლიდერ სკოლებს ტექნიკა 2023 წლის შემოდგომაზე გადაეცემათ.
| Print |