განათლება
როდის იწყება სწავლა საჯარო სკოლებში?
კანონით დადგენილი განრიგის მიხედვით, საჯარო სკოლებში 2023-2024 წლის პირველი სემესტრი 15 სექტემბრიდან დაიწყება და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. 30 დეკემბრიდან 14 იანვრამდე კი ზამთრის არდადეგები იქნება.

2023-2024 სასწავლო წელი 14 ივნისს დასრულდება.

გთავაზობთ კანონით დადგენილი არდადეგების განრიგს:

30.12.2023 - 14.01.2024 - ზამთრის არდადეგები
08.03.2024 - 14.03.2024 - საგაზაფხულო არდადეგები
03.05.2024 - 06.05.2024 - სააღდგომო არდადეგები


შევახსენებთ, რომ საჯარო და კერძო სკოლებში საზაფხულო არდადეგები 15 ივნისს დაიწყო.

სწავლის დაწყების და დასრულების, ასევე არდადეგების თარიღები განათლების სამინისტროს მიერაა დადგენილი და იცვლება მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.
| Print |