განათლება
სოფელ წყრუთში ახალი სკოლა აშენდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის ინფორმაციით, სოფელ წყრუთში ახალი საჯარო სკოლა აშენდება.

სოფელში ამჟამად არსებული სკოლა არ შეესაბამება სტანდარტებს და ამიტომ მოსწავლეები ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში უწევთ სიარული.

მერის ინფორმაციითვე, სკოლას გადაეცა ფეხბურთის სტადიონის ტერიტორია, სადაც აშენდება ახალი სკოლა.
| Print |