განათლება
ერთად შევქმნათ ჭადრაკის დაფა ახალციხეში - შორენა გიგოლაშვილი

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა სახსრების მოზიდვა და სკოლისთვის საჭადრაკო დაფის შეძენა გადაწყვიტა. ე.წ. ქრაუდფანდინგის საშუალებით 2415 ლარი შეაგროვა.

,,დანარჩენ დაფინანსებას „ორბელიანი მეტი“ დაფარავს და სულ მალე, ახალციხეში პირველად, I საჯარო სკოლაში გავაკეთებთ ჭადრაკის დაფას. ე.წ. „ქრაუდფანდინგი“ ადვილი არ აღმოჩნდა, რადგან სიახლეა და ჩემს რეგიონში მცხვორებ ადამიანებს უჭირთ გაიგო მისი არსი. ერთი ადამიანისგან გადმორიცხული 1 ლარიც საკმარია ხოლმე დადებითი ცვლილებებისთვის“ - ამბობს შორენა გიგოლაშვილი.

შორენასთვის მთავარი პრობლემა ფინანსების მოძიება იყო. ამიტომ ჩაერთო მშობელთა ასოციაციის პროექტში “მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში”, რომლის ფარგლებშიც გაიარა ტრენინგი „როგორ მოვიძიოთ ფინანსები სასკოლო საჭიროებებისთვის“, სადაც პირველად გავიგე სახალხო დაფინანსების შესახებ.

,,შემდეგ მივმართე პლატფორმას „ორბელიანი მეტი“, კიდევ უფრო მეტი გავიგე, როგორ ვაწარმოო კამპანია თანხის მოსაზიდად და შევუდექი ამ საქმეს“ - აღნიშნავს შორენა.
თანხის შეგროვების პროცესში ასოციაცია ტოლერანტს მიაკითხა. გაარკვია, რომ ტოლერანტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ” შევქმნათ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო ჩვენი შვილებისთვის” ფარგლებში ჩამოყალიბებული ჰქონდა მშობლეთა საბჭოები ახალციხის სკოლებში და აწარმოებდნენ ადვოკატირების კამპანიებს სხვადასხვა მიმართულებებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაც შედგა.

,,ყოველთვის მაწუხებდა, რომ დედაქალაქისგან განსხვავებით რეგიონში მცხოვრები ბავშვები არ არიან განებივრებული შემეცნებითი წრეების მრავალფეროვნებით. ახალციხეში არაფორმალური განათლების მიღების ბევრად ნაკლები შესაძლებლობაა.

რადგან ჩვენს ქალაქში ჭადრაკი ძალიან პოპულარულია, ვიფიქრე, კარგი იქნება, ჩემი შვილის სკოლის ეზოში ჭადრაკის გარე დაფას თუ მოვაწყობდით. დაწყებით კლასებში ჭადრაკი ისწავლება კიდეც და გარე დაფა დამატებითი თვალსაჩინოება იქნება"
- წერს შორენა გიგოლაშვილი.


ინფორმაცია მომზადებულია მშობელთა სკოლის მიხედვით.
| Print |