განათლება
დღეიდან სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
დღეიდან სასწავლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მოსწავლეებისთვის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით გრძელდებოდა.

გთავაზობთ დასვენების დღეების განრიგს:

  • მეორე სემესტრის დასაწყისი - 15 იანვარი;
  • საგაზაფხულო არდადეგები - 8-14 მარტის ჩათვლით;
  • სააღდგომო არდადეგები - 3 მაისი - 6 მაისის ჩათვლით;
  • მეორე სემესტრის დასასრული - (II - IX კლასები) 14 ივნისი;
  • პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი მთავრდება 27 მაისს;
  • მე-12 კლასელთათვის მე-2 სემესტრი დასრულდება 20 მაისს.

სახელმწიფო დასვენების დღეები:

  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა;
  • 23 ნოემბერი - წმინდა გიორგის ხსენების დღე;
  • 1-2 იანვარი;
  • 7 იანვარი;
  • 19 იანვარი - ნათლისღება;
  • 3 მარტი - დედის დღე;
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 9 აპრილი - სამშობლოსთვის თავდადებულთათვის ხსენების დღე;
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
| Print |