განათლება
როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.

საერთო ჯამში, სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე ოფიციალური უქმე დღე დარჩა:

3 მარტი – დედის დღე
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.

ვინაიდან 5 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია, დასვენების დღეები იქნება 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით.
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
| Print |