ზურა ინასარიძე მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა
22:45 / 13.09.2024
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ზურა ინასარიძე, მასწავლებლის ეროვნული პრემიით და 10 000 ლარით დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს, 13 სექტემბერს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით, ზურა ინასარიძე იმ, ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის არის, ვინც ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა. პედაგოგები, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დააჯილდოვა.
ახალციხელი მასწავლებელი ზურა ინასარიძე, პედაგოგიურ საქმიანობას 2006 წლიდან, არა მარტო ახალციხის N2 საჯარო სკოლაში, არამედ, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებში ეწევა. იგი ასევე, არის ქალაქ ახალციხის ფოლკლორული ანსამბლ „მესხეთის“ წევრი, კვარტეტ „ძმანოს“ წევრი, ასევე ახალციხის საკათედრო ტაძრის „მგალობელთა გუნდის“ წევრი.
მასწავლებლის ეროვნული პრემია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს დაწესდა. გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული პრემია ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა ელმირა ქსპოიანმა მიიღო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.