განათლება
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2024-25 წლის სასწავლო წლისათვის ერთკვირიანი საგაზაფხულო დასვენება ახლოვდება.

სასწავლოო კალენდრის მიხედვით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის არდადეგების ხანგრძლივობა ერთი კვირაა - 8 მარტს ქალთა დღეს იწყება და 14 მარტის ჩათვლით გრძელდება, თუმცა წელს საჯარო სკოლის მოსწავლეები ათ დღეს დაისვენებენ, რადგან 8 მარტი შაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს 7 მარტს დაითხოვენ და სასწავლო პროცესი 17 მარტს განახლდება, რადგან 15-16 მარტი შაბათ-კვირას ემთხვევა.

რაც შეეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებსა და ხანგრძლივობას.

სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები, ასევე არდადეგები წინასწარ არის განსაზღვრული და აღნიშნულ თარიღებს კანონი არეგულირებს.
| Print |