ახალციხეში დედაენის დღე იზეიმეს
14 აპრილი– ქართული დედაენის დღე ახალციხეში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნეს. მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუდიტორიას, დედაენაზე დაწერილი ლექსები და სიმღერები წარუდგინეს. მათ 1978 წელიც გაიხსენეს და მაყურებელს ვიდეო რგოლი უჩვენეს, სადაც ის პერიოდი იყო ასახული როდესაც ქართული სახელმწიფო ენად გამოცხადდა. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიმართეს და მათ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. „ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ენა, რადგან ჩვენი ღირსება სწორედ ესაა” –განმარტეს პედაგოგებმა.

| Print |