განათლება
ეროვნულ გამოცდებში 35 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
    ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულდა. 2014 წელს გამოცდებისათვის 35 ათასზე მეტი აბიტურიენტი, 19 ათასამდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველი, 12 ათასამდე მაგისტრანტობის კანდიდატი და 4500-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელმძრვანელის მაია მიმინოშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.     “საბოლოო მონაცემების გაზიარებამდე მინდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობის გაცილებით მნიშვნელოვან მიმართულებას შევეხო – საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს და სახელმწიფო შეფასებას, რომელთა შედეგები განათლების სისტემის ზუსტ და სრულ დიაგნოზს გვაძლევს, ცხადად გვიჩვენებს, რა მიმართულებით გვაქვს ყველაზე მეტი პრობლემა, რა უნდა გამოვასწოროთ და, რაც მთავარია, როგორ…

197222_172378759476872_2297460_n    ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულდა.

2014 წელს გამოცდებისათვის 35 ათასზე მეტი აბიტურიენტი, 19 ათასამდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველი, 12 ათასამდე მაგისტრანტობის კანდიდატი და 4500-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა.

ამის შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელმძრვანელის მაია მიმინოშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    “საბოლოო მონაცემების გაზიარებამდე მინდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობის გაცილებით მნიშვნელოვან მიმართულებას შევეხო – საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებს და სახელმწიფო შეფასებას, რომელთა შედეგები განათლების სისტემის ზუსტ და სრულ დიაგნოზს გვაძლევს, ცხადად გვიჩვენებს, რა მიმართულებით გვაქვს ყველაზე მეტი პრობლემა, რა უნდა გამოვასწოროთ და, რაც მთავარია, როგორ…კვლევებს 2006 წლიდან ვატარებდით. სამწუხაროა, რომ შედეგები, რომელიც ძალიან ღირებული ინფორმაციაა განათლების პოლიტიკის განსასაზღვრად, არავის გამოუყენებია. არადა, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ სწორედ ასე შეძლო ყველაზე პროგრესული განათლების სისტემის შექმნა. 2013 წელს საშუალება მოგვეცა ისევ ჩავრთულიყავით საგანმანათლებლო კვლევებში, რომელშიც მსოფლიოს ათეულობით ქვეყანა მონაწილეობს. წელს ორ უმნიშვნელოვანეს კვლევას ვატარებთ – აქედან ერთი საერთაშორისოა, ერთი – ნაციონალური. პარალელურად ვიწყებთ კიდევ ორი საერთაშორისო კვლევის პილოტირებას. კვლევების დასრულების შემდეგ საქართველოში საგანმანათლებლო სფეროს ხარვეზებისა თუ პროგრესის ამსახველი კიდევ ერთი, მრავალმხრივი დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციები გვექნება… თუმცა, მთავარი კვლავ შედეგების სწორად გააზრება და სისტემის გასაუმჯობესებლად გამოყენებაა” -აღნიშნულია მაია მიმინოშვილის განცხადებაში.

| Print |