განათლება
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის შენობაში სწავლა არ განახლდება
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის  მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს  სხვა სკოლებში შეხვდებიან. 943 ახალგაზრდა კვლავ ქალაქის მესამე და მეექვსე სკოლებში გადანაწილდება.  ამის მიზეზი პირველი სკოლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.  

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის  მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს  სხვა სკოლებში შეხვდებიან. 943 ახალგაზრდა კვლავ ქალაქის მესამე და მეექვსე სკოლებში გადანაწილდება.  ამის მიზეზი პირველი სკოლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.  

სკოლაში რეაბილიტაციას შპს „ინტერპლუსი“ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.  შესაღებია კედლები და იატაკი. სკოლის რეაბილიტაცია მილენიუმის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.  სამუშაოები მიმდინარე წლის 20 იანვარს დაიწყო. კომპანიას მშენებლობის დასასრულებლად ვადა 30 სექტემბრამდე აქვს.

 

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საკუთარ შენობაში სწავლას პირველი საჯარო სკოლის გარდა, ვერც ვალის პირველ სკოლაში იწყებენ.  მიუხედავად ამისა, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი აცხადებს, რომ  თემისა და ქალაქის სკოლები ახალ სასწავლო წელს მომზადებულები ხვდებიან.

პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები მესამე და მეექვსე  სკოლებში დღის მეორე ნახევარში 6 თვის განმავლობაში სწავლობდნენ.  მიუხედავად ამისა, სკოლამ წელს 107 მოსწავლით დაკომპლექტებული 4 პირველი კლასი მიიღო. ზუსტი თარიღი, თუ როდის დაბრუნდებიან ისინი საკუთარ შენობაში უცნობია. სკოლის ადმიანისტრაციაში ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია მიცემულ ვადაში სამუშაოებს დაასრულებს, ახალი შენობაში სასწავლო პროცესი 1 ნოემბრიდან განახლდება.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ბექა ზედგინიძე, ნანა ინასარიძე.


| Print |