ახალციხეში საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის პრეზენტრაცია გაიმართა
ახალციხის  ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს დაწყებითი განათლების (G-PriEd) პროექტის პრეზენტრაცია გაიმართა.

ახალციხის  ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს დაწყებითი განათლების (G-PriEd) პროექტის პრეზენტრაცია გაიმართა.

შეხვედრას, თემისა და ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები არასამთავრობო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი ორიენტირებულია I-VI კლასის მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკისა და ბიზნესის უნარ-ჩვევები გაუუმჯობესოს.  პრეზენტატორებმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდეს.

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ფინანსდება, რომელსაც Chemonics International Inc ახორციელებს.

G-PriEd-მა და მისმა მთავარმა პარტნიორმა ორგანიზაცია Junior Achievement-მა ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 39 საპილოტე სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მეწარმეობის, დასაქმებისთვის მზაობის და ფინანსური წიგნიერების საფუძვლები შეასწავლა.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.


| Print |