Error
განათლება
ახალციხეში დირექტორების სერთიფიცირების პირველ სესიაზე უმრავლესობა ჩაიჭრა
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო ს სკოლის დირექტორების სერთიფიცირების პროცესი დაიწყო. ახალციხეში გამოცდები პირველ და მეხუთე საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.  პირველ სესიაზე  სასწავლებლებში 20–20 ადამიანი იყო რეგისტრირებული. პირველ სკოლაში ყველა მათგანი გამოცხადდა, ხოლო მეხუთე საჯარო სკოლაში 20–დან 2 მონაწილე ტესტირებაზე არ მივიდა.     ახალციხეში დირექტორების სასერთიფიკაციო გამოცდა მინიმალურმა რაოდენობამ ჩააბარა. მონაწილეები ამ ფაქტს ტესტების სირთულითა და მოსამზადებელი პერიოდის სიმცირით ხსნიან.    „როგორც მახსოვს, გამოცდის შესახებ  ინფორმაცია 7 აგვისტოს დაიდო. იმ ადამიანებმა, რომლებსაც დირექტორობის გამოცდილება არ აქვთ, მოსამზადებელ პერიოდში მეცადინეობა ვერ მოასწრო. ტესტებზე საკმაოდ სერიოზული მუშაობა იყო საჭირო. აღნიშნული საკითხები მოქმედ დირექტორისთვის აუცილებელია. პირადად, მე 72 ქულა ავიღე, რაც, როგორც ვიცი, გამსვლელი ქულაა“ – აცხადებს „ექოსთან“ საუბარში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ აბაშიძე.

dir    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო ს სკოლის დირექტორების სერთიფიცირების პროცესი დაიწყო. ახალციხეში გამოცდები პირველ და მეხუთე საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.  პირველ სესიაზე  სასწავლებლებში 20–20 ადამიანი იყო რეგისტრირებული. პირველ სკოლაში ყველა მათგანი გამოცხადდა, ხოლო მეხუთე საჯარო სკოლაში 20–დან 2 მონაწილე ტესტირებაზე არ მივიდა.

    ახალციხეში დირექტორების სასერთიფიკაციო გამოცდა მინიმალურმა რაოდენობამ ჩააბარა. მონაწილეები ამ ფაქტს ტესტების სირთულითა და მოსამზადებელი პერიოდის სიმცირით ხსნიან.

   „როგორც მახსოვს, გამოცდის შესახებ  ინფორმაცია 7 აგვისტოს დაიდო. იმ ადამიანებმა, რომლებსაც დირექტორობის გამოცდილება არ აქვთ, მოსამზადებელ პერიოდში მეცადინეობა ვერ მოასწრო. ტესტებზე საკმაოდ სერიოზული მუშაობა იყო საჭირო. აღნიშნული საკითხები მოქმედ დირექტორისთვის აუცილებელია. პირადად, მე 72 ქულა ავიღე, რაც, როგორც ვიცი, გამსვლელი ქულაა“ – აცხადებს „ექოსთან“ საუბარში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ აბაშიძე.

   მონაწილეთა თქმით, ტესტები განსაკუთრებით რთული არაქართველებისთვის იყო.

   „ისეთი ტესტები იყო, რომ წავიკითხე მის გადათარგმნას თითქმის ორი საათი მოვუნდი,  ამიტომ, უბრალოდ, პასუხები  დავაფიქსირე“ – ამბობს გამოცდიდან გამოსული ახალციხის მეოთხე სკოლის დირექტორი თათევოს ტონაკანიანი, რომელმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.

   ახალციხეში ჩატარებული პირველი სესიის შედეგებიდან გამომდინარე ყველაზე მაღალი ქულა პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა აიღო. მაქსიმალური 120 ქულიდან მაკა ჯანაშვილმა 101 ქულა დააგროვა.

   „ტესტები 92 საკითხისგან შედგებოდა, თუმცა იყო ძალიან შრომატევადი. კანონმდებლობისა და სკოლის მენეჯმენტის ძალიან დეტალურ ცოდნას მოითხოვდა. მთლიანობაში გამოცდას დადებითად ვაფასებ, თუმცა რთული იყო“ – აცხადებს მაკა ჯანაშვილი.

   საგამოცდო პროცესი  დღეს 10:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდა. მომდევნო სესია ხვალ, იგივე დროს გაიმართება. 

| Print |