განათლება
ახალციხეში, ოლიმპიადა ,,ევერესტის" საპრიზო ადგილის მფლობელები დააჯილდოვეს
სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის" მე–15 სეზონის საპრიზო ადგილის მფლობელები დააჯილდოვეს. სიგელები სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, საუკეთესო შედეგის მქონე ათ მოსწავლეს გადაეცა.

ღონისძიება ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში გაიმართა. მას ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

,,ევერესტის" მე–17, გაზაფხული–ზაფხულის სეზონი 18 მარტს იწყება. მასში მონაწილეობის მიღება II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადა 2009 წლიდან ტარდება. მესამე წელია, რაც მასში სამცხე–ჯავახეთის სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ.

| Print |