სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკაში “გულანის” პრეზენტაცია გამართა
22:42 / 08.02.2017
საქართველოს ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკაში სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სამეცნიერო კრებულის "გულანის" პრეზენტაცია გამართა.
სასაწავლებელმა საზოგადოებას 20 კრებული წარუდგინა. მისი გამოცემა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2008 წლიდან დაიწყო. 20–ვე კრებული ძირითადად სამეცნიერო კონფერენციებზე წარდგენილ თემებს მოიცავს.