განათლება
დიდი სმადის სკოლის მოსწავლეები პედაგოგს, ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ
მოზარდზე ძალადობა თუ მასწავლებლის მიერ უფლებამოსილების გადამეტება? - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის სკოლაში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა მოსწავლეები და მშობლები ირწმუნებიან, რომ ისტორიის პედაგოგმა, სპარტაკ ტაბატაძემ, მე–7 კლასის მოსწავლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა 2016 წლის 12 დეკემბერს მოხდა. ინციდენტს არ უარყოფენ სკოლის დირექტორი და მასწავლებელი. მომხდარს კატეგორიულად უარყოფს მასწავლებელი, თუმცა აღიარებს, რომ მოსწავლეს უხეშად მიმართა.

| Print |