განათლება
ახალგაზრდული იდეების კონკურსი დაიწყო
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა, ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა. მასში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, რომლებიც პროექტის განხორციელებაში ახალგაზრდებს ჩართავენ. კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და სამუშაო გამოცდილების დაგროვებაა.

ახალციხეში, კონკურსით დაინტერესებულ პირებს, პროექტის წარდგენის პროცედურები და პრიორიტეტები, ფონდის დირექტორმა გააცნო.

ერთწლიანი პროექტის წარდგენა 27 მარტის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. მისი მაქსიმალური ბიუჯეტი 25 000 ლარია.

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი იდეების კონკურსს, 2013 წლიდან ატარებს.


| Print |