Error
უნარების გამოცდის პირველ სესიაზე, ახალციხეში, 25 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდის პირველ სესიაზე  311 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან, გამოცდაზე  25 მათგანი არ გამოცხადდა.

ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდის პირველ სესიაზე  311 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან, გამოცდაზე  25 მათგანი არ გამოცხადდა.

gamocdaa

აბიტურიენტები გამოცდას დღეს, 4 ივლისს ზოგად უნარებში აბარებენ. ზოგადი უნარების გამოცდა, 4 სესიად, 4-5 ივლისს იმართება. მის ჩასაბარებლად აბიტურიენტების სამი საათი და 10 წუთი აქვთ განსაზღვრული.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის მონაცემებით, პირველ სესიაზე  311 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან, გამოცდაზე  25 მათგანი არ გამოცხადდა.

აბიტურიენტებმა 1-2 ივლისს, ასევე ოთხ სესიად გამართული ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს.

მომდევნო გამოცდა 6-7 ივლისს უცხო ენაშია დაგეგმილი.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 500- ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

| Print |