რვის ნაცვალად 18 თვე – ახალციხის I სკოლის დროში გაჭიანურებული მშენებლობა
21:47 / 13.06.2017
საქართველოს განათლების მინისტრის დაპირება, რომ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია მაისის თვეში დასრულდებოდა ვერც ამჯერად შესრულდა.
მშენებლობის დასრულების თარიღმა, კიდევ გადაიწია. პროექტის მენეჯერი ირწმუნება, რომ დამკვეთს რეაბილიტირებულ შენობას, 20 ივლისს ჩააბარებენ.