განათლება
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, ახალციხეში ინკლუზიური განათლების ცენტრი გაიხსნა
ახალციხეში ბავშვთა ადრეული ჩარევის პროგრამა ამორქმედდა. პროექტი 7 წლამდე შშმ ბავშვებთან ინდივიდუალური გზებით მუშაობას გულისხმობს. პორტიჯის ასოციაციამ უკვე გადააამზადა 11 პირი, რომელთაგანაც საუკეთესო ექვსი გამოცდის შედეგების მიხედვით შეირჩევა. ფსიქოლოგები და სპეციალური განათლების პედაგოგები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან, კვირაში ორი დღე, სახლში და ცენტრში იმუშავებენ.

საქართველოს პორტიჯი ასოციაციამ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, გადამზადების ცენტრი გახსნა, რომელსაც პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ.

პროგრამის მონაწილე 15 ბავშვს, ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს

საქართველოში პორტიჯის ასოციაცია 2006 წლიდან მუშაობს. 10 წლის შემდეგ, პროექტი რეგიონებში ფუძნდება.


| Print |