განათლება
12–წლიანი სწავლის შედეგი – კურსდამთავრებულები ატესტატის გარეშე
ციური ლაზარაშვილისთვის, უმაღლესი განათლების მიღება, ერთი წლით გადაიდო. აბიტურიენტმა სკოლის გამოსაშვები გამოცდები შვიდ საგანში წარმატებით ჩააბარა, თუმცა მათემატიკაში ბარიერის გადალახვისთვის, მხოლოდ 0,01 ქულა დააკლდა. კურსდამთავრებულმა ატესტატი ვერ აიღო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც წელს ვერ გავა.
მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები გამოცდების შედეგებს, საგანგაშოს უწოდებს ნინო ლომიძე. მის მსგავსად, ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა კითხვებს უჩენს განათლების მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა საგანგაშოდ არ მიაჩნიათ განათლების სამინისტროში. თუმცა ლია გიგაური ამბობს, რომ სასწავლო გეგმაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, სამინისტროში მუშაობა უკვე დაწყებულია და მისი შედეგები მოსწავლეთა ცოდნის დონეზე, რამდენიმე წელში აისახება.

| Print |