განათლება
მე–11 კლასელთა სკოლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
მე–11 კლასელებისთვის, სკოლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. მოსწავლეებმა პირველი გამოცდა გეოგრაფიაში ჩააბარეს.

ქალაქ ახალციხის ხუთი საჯარო სკოლიდან, გამოცდებზე 291 მოსწავლე გავიდა. აქედან მინიმალური ბარიერი – 5,5 ქულა, 5 მათგანმა ვერ გადალახა.

20 ივნისს გამოცდა ბიოლოგიაში ჩატარდება, 21 ივნისს - ფიზიკაში. მე–11 კლასელთა გამოცდები 22 ივნისს - ქიმიის საგნით დასრულდება.

მოსწავლეებს, რომლებიც მინიმალურ ბარიერს ვერ გადალახავენ, შანსი აქვთ, რომ გამოცდაზე ხელმეორედ გავიდნენ.

| Print |