განათლება
ექვსი ჩაჭრილი მეთერთმეტეკლასელი ახალციხის სკოლებში
მე–11 კლასელებისთვის, სკოლის გამოსაშვები გამოცდები, დღეს ბიოლოგიის საგნით გაგრძელდა. ქალაქ ახალციხის ხუთი საჯარო და ერთი კერძო სკოლიდან, გამოცდებზე 311 მოსწავლე გავიდა. აქედან მინიმალური ბარიერი – 5,5 ქულა, 6 მათგანმა ვერ გადალახა.
ახალციხის მესამე სკოლაში, სადაც 62 მეთერთმეტეკლასელი ირიცხება, მოსწავლეები გამოცდას სომხურ ენაზე აბარებენ. გასული წლისგან განსხვავებით, აპლიკანტები არასწორად ნათარგმნ ტესტებზე არ ჩივიან.

მე–11 კლასელებმა პირველი გამოცდა გეოგრაფიაში ჩააბარეს. 21 ივნისს ფიზიკის საგნის ჩაბარება მოუწევთ. გამოცდები 22 ივნისს, ქიმიის საგნით დასრულდება.


| Print |