განათლება
ახალციხეში სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გააცილეს
ახალციხის ციხეზე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონია გაიმართა. მანტია და ქუდი დღეს დაახლოებით 250–მა სტუდენტმა მოირგო.

ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა, რომელმაც კურსდამთავრებულებს უმაღლესი სასწავლებლის დასრულება მიულოცა.

დღესვე დაჯილდოვდნენ შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატებში გამარჯვებულები. მადლობის სიგელი გადაეცა 20–მდე სტუდენტს უნივერსიტეტის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, კურსდამთავრებულებმა ქუდები ჰაერში აისროლეს.

გაცილების ცერემონია უნივერსიტეტმა მესამედ გამართა.

| Print |