განათლება
წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს
ახალგაზრდებს, რომლებმაც სკოლა 2016 წელს დაამთავრეს, განათლების სამინისტროსგან მედლები გადაეცათ. დაჯილდოვების ცერემონია ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. კურსდამთავრებულებს მერიისა და ახალციხის თემის თანამდებობის პირებმა წარმატება მიულოცეს.

ახალგაზრდებს მედლები და სერთიფიკატები, ვლადიმერ ზედგინიძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გადასცა. მედალოსნებმა მერიისგან და მუნიციპალიტეტის გამგეობისგან, სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.

გასულ წელს, ქალაქსა და ახალციხის მუნიციპალიტეტში, სკოლა წარმატებით 42–მა მოსწავლემ დაამთავრა. აქედან 27 ოქროს და 15 ვერცხლისმედალოსანია.

| Print |