განათლება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს ირჩევენ
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნები დღეს, 3 ივლისს გაიმართება. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კენჭს ორი კანდიდატი იყრის.

ლექტორებს არჩევანის გაკეთება დღემდე მოქმედ რექტორს, მერაბ ბერიძესა და ყოფილ რექტორს – თინა გელაშვილს შორის მოუწევთ.

უნივერისტეტის ხელმძღვანელი ოთხი ფაკულტეტიდან ორ–ორ წარმომადგენელს უნდა აერჩია. აქედან იურიდიული ფაკულტეტის ლექტორებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რადგან ორივე მათგანი სხვა სასწავლებლის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის.

რექტორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ არ ჰქონდათ, მოგვიანებით გაირკვა. ამიტომ იურიდიული ფაკულტეტიდან ახალი წარმომადგენლების შერჩევა ვეღარ მოესწრო. საბოლოოდ რექტორს აკადემიური საბჭოს 5 წევრი აირჩევს.

არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდება.

კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმა 21 ივნისს წარუდგინეს.
| Print |