განათლება
„მეწარმეობის რეგიონულის სკოლა’’ – პროექტი ახალგაზრდებისთვის
8-9 ივლის ახალციხეში, პანკისში, გორსა და ზუგდიდში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტის „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ შესარჩევი კრეათონები გაიმართება.

თითოეული მუნიციპალიტეტიდან 40 ახალგაზრდა შეირჩევა, რომლებიც შემდგომ ტრენინგებს, კონსულტაციებსა და მენტორინგს გაივლიან, იმუშავებენ იდეებზე. საუკეთესო 10 პროექტი მოგვიანებით წარდგენილი იქნება თბილისში დემო დღეზე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრებმა სამეწარმეო უნარ-ჩვევები აითვისონ, რათა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება და იდეების რეალიზიება, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარება.

მეწარმეობის რეგიონული სკოლა არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი. პროგრამის პარტნიორია USAID ზრდა.

მეწარმეობის რეგიონული სკოლა მოიცავს სამ ეტაპს. პირველი ეტაპი კრეათონია, რომელიც ახალციხეში 9 ივლისს 10:00 საათზე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
პირველ ეტაპზე მონაწილეები ერთმანეთს გაიცნობენ, შექმნიან ჯგუფებს და იმუშავებენ იდეებზე. ღონისძიების შედეგად, მომდევნო ეტაპისთვის საუკეთესო გუნდები შერჩევა. მეორე ეტაპზე, შერჩეული გუნდები მეწარმეობის უნარების განვითარების პროგრამას გაივლიან.

ოქტომბრის თვეში, პროგრამის დასასრულს საუკეთესო გუნდები ოთხივე რეგიონიდან თბილისში შეიკრიბებიან, სადაც შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია ხალხმრავალ ადგილზე წარადგინონ.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. მასში ჩართვა 18-29 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
| Print |