განათლება
კონკურსი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის
ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობა“ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობა ახალგაზრდებს ახალციხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიდან, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან შეუძლიათ.

კონკურსი რეგიონული პრობლემების აღწერას ეხება. მონაწილეებმა ქართულ, აზერბაიჯანულ ან რუსულ ენებზე, მთავარი პრობლემების შესახებ, საინფორმაციო-ანალიტიკური მოხსენება უნდა წარადგინონ. მოხსენებაში ასახული უნდა იყოს შემდეგი პრობლემატიკა: სოციალური ვითარება, ეროვნული და რელიგიათშორისი ურთიერთობები და ახალგაზრდობის საკითხები.

მოხსენება უნდა შედგებოდეს მინიმუმ 4 კომპიუტერული გვერდისგან, მაქსიმუმ 7 გვერდამდე. კონკურსში მონაწილეობა 18-იდან 32 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

გამარჯვებული კონკურსანტები პლანშეტებით დაჯილდოვდებიან. მთავარი პრიზი თანამედროვე სმარტფონია.

ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ ხარჯით, ყველა კონკურსანტს თბილისში ექსკურსიაზე მიიწვევენ. გაიმართება შეხვედრა ქართველ პოლიტიკის ექსპერტებთან.

საუკეთესო ნაშრომები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

საკონკურსო ნაშრომები 2017 წლის 4 აგვისტომდე უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
| Print |