განათლება
უცხო ენის გამოცდაზე 18 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენაში დასრულდა. აბიტურიენტებმა გამოცდა დღეს ინლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებში ჩააბარეს.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში უცხო ენის გამოცდაზე სულ 947 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან 18 მათგანი არ გამოცხადდა.

სამცხე–ჯავახეთის მაშტაბით,უცხო ენის გამოცდისთვის ფრანგული ენა 2–მა აბიტურიენტმა აირჩია, რუსული 127–მა, გერმანული – ცხრამ, ინლისური კი – 809.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 12 ივლისს გეოგრაფიის საგნით გაგრძელდება.

| Print |