განათლება
ხვალიდან საგამოცდო პროცესში პედაგოგები ჩაერთვებიან
ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებმა გეოგრაფიის საგანში ჩააბარეს. პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის მონაცემებით პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 235 აბიტურიენტიდან 7 მათგანი არ გამოცხადდა. მეორე სესიაზე 240 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული. მათგან გამოცდაზე 4 აბიტურიენტი არ მივიდა.

რაც შეეხება ხარვეზებს, ახალგაზრდებს დღეს ტესტებში ერთი შეცდომა შეხვდათ. მდინარე ნილოსის ნაცვლად ტექსტში სხვა სიტყვა ეწერა.

13 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკაში მეორე სესიაზე ჩატარდება.

ხვალიდან საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან პედაგოგებიც.


| Print |