განათლება
ტელეფონის შეტანის გამო, გამოცდიდან პედაგოგი მოიხსნა
საგამოცდო პროცესზე მობილური ტელეფონის შეტანის გამო, პირველივე გამოცდიდან ერთი პედაგოგი მოიხსნა.

საგამოცდო ცენტრის მონაცემებით, დარეგისტირებული 402 აპლიკანტიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 153 პედაგოგი არ გამოცხადდა.

დღესვე აბიტურინტებმა საკუთარი შესაძლებლობები მათემატიკის საგანში მოსინჯეს. გამოცდა მეორე სესიაზე ჩატარდა. რეგისტრირებული 164 აბიტურიენტიდან გამოცდის ჩასაბარებლად 3 მათგანი არ მივიდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 3 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება.


| Print |
თეგები: გამოცდები /