განათლება
ესეების კონკურსი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ დაიწყო
საგანმანათლებლო პორტალი – EDU.ARIS.GE, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით ესეების კონკურსს აცხადებს. აღნიშნულის შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კონკურსის მიზანია, განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების დაინტერესება საკონსტიტუციო ცვლილებებით, მისი მნიშვნელობითა და დანიშნულებით, მათი ინფორმირებულობის გაზრდა.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქმედ, ყოფილ და პენსიაზე გასულ მასწავლებელს, სკოლის მოქმედ დირექტორს, დირექტორის მოადგილეს.

ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესეს გამოგზავნა;

ქართულ ენაზე შესრულებული ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს (500 სიტყვას).

საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 სექტემბერი.

ნაშრომის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it გთხოვთ, გამოგზავნისას მეილის სათაურში ( Subject-ველი ) მიუთითეთ “ესეების კონკურსი”.

თითოეული რეგიონიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც ფულადი პრიზი - 500 ლარის ოდენობით დააჯილდოვებენ.

ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო ესეების ავტორებს სპეციალურად მიძღვნილ ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დააჯილდოვებს.
| Print |