განათლება
ახალციხის ბაგა-ბაღებში სწავლა იწყება
ქალაქ ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი იწყება.
სწავლა 6 ბაგა-ბაღში 4 სექტემბერს განახლდება.

გამონაკლისია N1 ბაგა და N1 ბაღი. ორივე დაწესებულება, სარემონტო სამუშაოების გამო, აღსაზრდელებს სავარაუდოდ, 11 სექტემბრიდან მიიღებს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ ქალაქ ახალციხის 8 საბავშვო ბაღში, 1 300-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული.
| Print |
თეგები: ბაგა–ბაღი /